ახალი დროის სპეციფიკა უნიკალურ პრეპარატებშია...

პროდუქცია
Go
პროდუქცია

კაპტოსპესი+H (Captospes+H)

(APF ინჰიბიტორები)

SPECIFAR S.A. for ALET Pharmaceuticals S.A., საბერძნეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
აქტიური ნივთიერებები:
კაპტოპრილი                 50მგ.
ჰიდროქლორთიაზიდი   25მგ.

გამოშვების ფორმა:
ტაბლეტი №20.
კოლოფში 2 ბლისტერი.


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი. აგფ ინჰიბიტორი და თიაზიდური ჯგუფის შარდმდენი საშუალება.


ფარმაკოლოგიური თვისებები
კაპტოპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაცია იწვევს ანტიჰიპერტენზიული მოქმედების ზრდას, რაც უზრუნველყოფს არტერიული წნევის უფრო ეფექტურ დაქვეითებას, ვიდრე ამას ადგილი აქვს თითოეული მათგანის ცალკე გამოყენების შემთხვევაში.
კაპტოპრილი წარმოადგენს ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორს, აბლოკირებს ანგიოტენზინ I-ის გარდაქმნას ანგიოტენზინ II-ად, ამცირებს ალდოსტერონის გამოყოფას. მისი მოქმედებით მცირდება სისხლძარღვების პერიფერიული წინააღმდეგობა, პრე- და პოსტდატვირთვა, საბოლოოდ კი ადგილი აქვს არტერიული წნევის დაქვეითებას. კაპტოსპესი+H აძლიერებს კორონარულ და თირკმელების სისხლის მიმოქცევას. ხანგრძლივი მკურნალობის ფონზე მცირდება მიოკარდიუმისა და რეზისტენტული არტერიების კედლის ჰიპერტროფია. უმჯობესდება მიოკარდიუმის იშემიურ უბანში სისხლის მიმოქცევა, მცირდება თრომბოციტების აგრეგაცია.
ჰიდროქლორთიაზიდი წარმოადგენს თიაზიდური ჯგუფის შარდმდენ საშუალებას, ამცირებს ნატრიუმის რეაბსორბციას ჰენლეს მარყუჟის კორტიკალურ ნაწილში, არ ახდენს გავლენას მჟავა-ტუტოვან წონასწორობაზე.


ფარმაკოკინეტიკა
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი პერორალური მიღებისას სწრაფად აბსორბირდება, მაქსიმალური კონცენტრაცია  სისხლში მიიღწევა მიღებიდან 1 საათში, პლაზმაში პიკური კონცენტრაცია მიიღწევა 60-90 წუთის განმავლობაში. აბსორბირებული დოზის 95%-ზე მეტი გამოიყოფა შარდით 24 სთ-ის განმავლობაში.


ჩვენებები
-ესენციური ჰიპერტენზია
-სხვადასხვა ფორმის არტერიული ჰიპერტენზია
-ჰიპერტონული კრიზი
-ავთვისებიანი ჰიპერტენზია
-გულის ქრონიკული შეგუბებითი უკმარისობა
-გულის ქრონიკული უკმარისობის პროფილაქტიკა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს
-დიაბეტური ნეფროპათია
-აუტოიმუნური ნეფროპათია
-არტერიული ჰიპერტენზია ბრონქული ასთმის მქონე ავადმყოფებსა და მოხუცებში


დოზირების რეჟიმი
საწყისი დოზა: 1/2 აბი 2-ჯერ დღეში. დოზა შეიძლება გაიზარდოს 1 აბამდე 2-ჯერ დღეში. პრეპარატი მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად.


გვერდითი მოვლენები
არტერიული ჰიპოტონია, მშრალი ხველა, თავის ტკივილი, გულისრევა, გამონაყარი კანზე. ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს ანგიონევროზული შეშუპება.


უკუჩვენებები
პრეპარატში შემავალ კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ანგიონევროზული შეშუპება (ანამნეზში აგფ ინჰიბიტორების მიღების ფონზე განვითარებული), აორტის სტენოზი, თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზი, არტერიული ჰიპოტონია, თირკმლის მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი >30 მლ/წთ), ღვიძლის მწვავე უკმარისობა.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
კაპტოსპესი+H არ არის რეკომენდებული


ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების სიმპტომებია: მომატებული დიურეზი, ელექტროლიტების დისბალანსი, მწვავე ჰიპოტენზია, არითმია, ბრადიკარდია, თირკმლის უკმარისობა.


სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატის კომბინაცია ნიტრატებთან, თიაზიდურ დიურეტიკებთან, ვერაპამილთან, ბეტა ბლოკატორებთან და სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან, ასევე სამციკლიან ანტიდეპრესანტებთან, აძლიერებს კაპტოსპესი+H ჰიპოტენზიურ მოქმედებას.
კაპტოსპესი+H ამცირებს პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების, ნორეპინეფრინის და ეპინეფრინის მოქმედებას. მისი ერთდროული გამოყენებისას სალიცილატებთან იზრდება ამ უკანასკნელის ნეფროტოქსიური მოქმედება. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ამცირებენ კაპტოსპესი+H-ის ჰიპოტენზიურ მოქმედებას. ლითიუმის შემცველ პრეპარატებთან ერთად დანიშვნის შემთხვევაში აუცილებელია ჩატარდეს შრატისმიერი ლითიუმის დონის კონტროლი.


შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.


რას გთავაზობთ
პუბლიკაციები
L- კარნიტინი პედიატრის პრაქტიკაში

100 წლის წინ რუსმა მეცნიერებმა ვ.ს. გულევიჩმა და ჰ. კრინბერგმა ძუძუმწოვართა კუნთების ექსტრაქტიდან მიიღეს კარნიტინი (ლათ. ჩარნის ხორცი) - ბუნებრივი ნაერთი, რომელიც შეუცვლელ ნივთიერებას წარმოადგენს ორგანიზმისათვის.

დაწვრილებით...
მედიკამენტები

ვრცლად
სარჩევი

© 2009 - 2024 SPESFARMA. ყველა უფლება დაცულია.