ახალი დროის სპეციფიკა უნიკალურ პრეპარატებშია...

პროდუქცია
Go
პროდუქცია

ვაგოსტაბილი (Vagostabyl)

(სედატიური საშუალებები)

Laboratoires LEURQUIN MEDIOLANUM S.A., საფრანგეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
აქტიური ნივთიერებები:
კუნელის წყალ-სპირტოვანი მშრალი ექსტრაქტი      50 მგ
მელისას სპირტოვანი მშრალი ექსტრაქტი               45 მგ
კალციუმის ლაქტატის პენტაჰიდრატი                    50 მგ
მაგნიუმის თიოსულფატი                                     10 მგ

გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტი №40.



კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სედატიური მოქმედების ფიტოპრეპარატი, მინერალებით.


ფარმაკოლოგიური თვისებები
ვაგოსტაბილი არის კომბინირებული პრეპარტი, რომელიც შედგება სამკურნალო მცენარეებისა და მინერალების
ექსტრაქტების კომპლექსისაგან.
კუნელი აუმჯობესებს გულის მუშაობას, ამაგრებს კაპილარებსა და სისხლძარღვების კედლებს, ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზაციას.
მელისა ავლენს სედატიურ, ჰიპოტენზიურ, ანტისპაზმურ და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედებას.
კალციუმი აუცილებელია გულის სტაბილური მოქმედების შენარჩუნებისათვის, ნერვული იმპულსების გადაცემის პროცესის განხორციელებისათვის, ასევე მონაწილეობას ღებულობს ძვლის ქსოვილის ფორმირებაში, სისხლის შედედების პროცესში.
მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნერვული იმპულსის გადაცემაში, რითაც ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.


ჩვენებები
- ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები, რასაც თან ახლავს გაღიზიანება, შფოთვა, დაღლილობა, გაფანტულობა.
- ძილის დარღვევის მსუბუქი ფორმები.
- კლიმაქტერული სინდრომი.
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დაავადებები.
- ნეიროცირკულატორული დისტონია.


დოზირების რეჟიმი
მოზრდილებში:
შფოთვის, დაძაბულობისა და გაღიზიანებული მდგომარეობების დროს ინიშნება:
2 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში ჭამამდე.
ძილის დარღვევების დროს:
2 ტაბლეტი სადილის დროს და 2 ტაბლეტი ძილის წინ.
ბავშვებში:
ძილის დარღვევების დროს:
1 ტაბლეტი სადილის დროს და 1 ტაბლეტი ძილის წინ.


გვერდითი მოვლენები
იშვიათად აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.


უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.


შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას.
გავლილი აქვს რადიაციული კონტროლი


რას გთავაზობთ
პუბლიკაციები
L- კარნიტინი პედიატრის პრაქტიკაში

100 წლის წინ რუსმა მეცნიერებმა ვ.ს. გულევიჩმა და ჰ. კრინბერგმა ძუძუმწოვართა კუნთების ექსტრაქტიდან მიიღეს კარნიტინი (ლათ. ჩარნის ხორცი) - ბუნებრივი ნაერთი, რომელიც შეუცვლელ ნივთიერებას წარმოადგენს ორგანიზმისათვის.

დაწვრილებით...
მედიკამენტები

ვრცლად
სარჩევი

© 2009 - 2019 SPESFARMA. ყველა უფლება დაცულია.