ახალი დროის სპეციფიკა უნიკალურ პრეპარატებშია...

პროდუქცია
Go
პროდუქცია

როქსისპესი (Roxyspes)

(ანტიბიოტიკები)

SPECIFAR S.A. for ALET Pharmaceuticals S.A., საბერძნეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
აქტიური ნივთიერება:
როქსითრომიცინი 150 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ჰიპროლოზა, პოლივიდონი, სილიციუმის დიოქსიდის კოლოიდი, პოლოქსალკოლი, ტალკი, სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, დექსტროზა, პროპილენ გლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი (E171).

შემოგარსული ტაბლეტი №10.


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი.


ფარმაკოლოგიური თვისებები
როქსითრომიცინი წარმოადგენს ნახევრადსინთეზურ მაკროლიდების რიგის ანტიბიოტიკს პერორალური გამოყენებისათვის. პრეპარატი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ: Bordetella pertussis, Bordetella pertussis, Moraxella catarrhalis, Campylobacter coli, Campylobacter jejuni, Chlamydia trachomatis, Chamydia psittaci, Chlamydia pneuminiae, Clostridium spp., Clostridium perfringers, Corynebacterium diphtheriae, Enterococcus, Gardnerella vaginalis, Staphylococcus, Neisseria meningitidis, Helicobacter pylori, Legionella pneumophilia, Lysteria monocytogenes, Mycoplasma pneumoniae-, Pasteurella multicida, Peptostreptococcus, Porphyromonas, Propionibacterium acnes, Rhodococcus equi, Streptococcus pneumoniae, Streptococcus spp. პრეპარატის მიმართ ზომიერად მგრძნობიარენი არიან: Haemophilus influenzae, Ureaplasma urealyticum, Vibro cholera, Staphylococcus aureus და Epidermidis. პრეპარატის მიმართ მდგრადია: Acinetobacter spp., Bacteroides fragilis, Enterobacteriaceae, მეტიცილინ-რეზისტენტული Staphylococcus, Pseudomonas spp., Fusobacterium, Mycoplazma hominis, Nocardia.


ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა: როქსირომიცინი შიგნით მიღებისას კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ. იგი სხვა მაკროლიდებთან შედარებით სტაბილურია კუჭის მჟავა არეში. როქსიტრომიცინის მიღება ჭამამდე 15 წთით ადრე პრეპარატის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე გავლენას არ ახდენს. პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება მისი მიღებიდან 15წთ-ის შემდეგ. 150მგ დოზით პრეპარატის მიღებიდან სისხლის პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) შეადგენს საშუალოდ 6.6მგ/ლ 2.2სთ-ის შემდეგ, ხოლო 300მგ პრეპარატის მიღებიდან- (Cmax) შეადგენს საშუალოდ 9.6მგ/ლ 1.5სთ-ის შემდეგ. როქსიტრომიცინის მიღება 12სთ-იანი ინტერვალით ხელს უწყობს სისხლის პლაზმაში დღეღამის განმავლობაში პრეპარატის ეფექტური კონცენტრაციების შენარჩუნებას. განაწილება: როქსიტრომიცინი 150მგ დოზით დღეღამე-ში 2-ჯერ მიღებისას 10 დღის განმავლობაში მისი წონასწორული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 2-4 დღის ინტერვალში. ამ დროს მაქსიმალური წონასწორული კონცენტრაციის Cssmax საშუალო სიდიდე შეადგენს 9.3მგ/ლ-ს, ხოლო პრეპარატის 300მგ დოზით მიღებისას ყოველ 24სთ-ში 11 დღის განმავლობაში - Cssmax შეადგენს 10.9მგ/ლ-ს. როქსიტრომიცინი კარგად აღწევს ქსოვილებში, განსაკუთრებით ფილტვებში (კონცენტრაცია 5.6-3.7მგ/კგ), ნუშისებრ ჯირკვლებში (კონცენტრაცია 2.6-1.7მგ/კგ) და წინამდებარე ჯირკვალში (კონცენტრაცია 2.8-2.4მგ/კგ). როქსიტრომიცინი კარგად პენეტრირებს აგრეთვე უჯრედის შიგნით, განსაკუთრებით ნეიტროფილურ ლეიკოციტებში და მონოციტებში და ასტიმულირებს მათ ფაგოციტურ აქტივობას. პრეპარატის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს საშუალოდ 96%-ს. როქსიტრომიცინი არა უმცირეს 0.05% გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. მეტაბოლიზმი და გამოყოფა: როქსიტრომიცინი განიცდის მეტაბოლიზმს. აქტიური ნივთიერების ნახევარზე მეტი ორგანიზმიდან შეუცვლელი სახით გამოიყოფა ძირითადად ნაწლავების და აგრეთვე თირკმელების საშუალებით. ღვიძლისა და თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში როქსიტრომიცინის 65% გამოიყოფა ნაწლავების მიერ. პრეპარატის ნახევრადგამოყოფის პერიოდი მისი 150მგ დოზით მიღების დროს შეადგენს საშუალოდ 10.5სთ-ს. თირკმელების უკმარისობის დროს როქსიტრომიცინი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით მიღებული დოზის დაახლოებით 10%. თირკმელების მძიმე უკმარისობის დროს პრეპარატის ნახევრადგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება 25სთ-ით, ხოლო Cmax იზრდება.


ჩვენებები
როქსითრომოცინის მიმრთ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ:
-ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: ფარინგიტი, ტონზილიტი, სინუსიტი;
-ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქოპნევმონია, პნევმონია (ნეიტროპენიის და იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში, ატიპური პნევმონია);
-კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები:ფოლიკულიტი, ფურუნკულოზი, ცელულიტი, კარბუნკული, პიოდერმია, იმპეტიგო;
-რევმატიზმის მკურნალობა და პროფილაქტიკა პენიცილინისადმი ალერგიის მქონე პაციენტებში;
-უროგენიტალური ინფექციები ურეთრიტი, პროსტატიტი, ცერვიციტი, კოლპიტი, სალპინგიტი, ოოფორიტი, ენდომეტრიტი, ადნექსიტი, ქლამიდიოზი, ტოქსოპლაზმოზი;
-დიფტერია, ყივანახველა;
-ინფექციები ოდონტოლოგიაში: პერიოდონტიტი, პერიოსტიტი.


დოზირების რეჟიმი
- მოზრდილებს როქსითრომიცინი ენიშნებათ 150 მგ 2-ჯერ დღეში 12 სთ-ინი ინტერვალით. 15 წუთით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 3 საათის შემდეგ საკმარისი რაოდენობით წყალთან ერთად;
- პაციენტებს ღვიძლის უკმარისობით პრეპარატი ენიშნებათ სიფრთხილით. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა ნახევრდება. ამ დროს საჭიროა ღვიძლის ფუნქციის კონტროლი, პარამეტრების გაუარესების შემთხვევაში მკურნალობა როქსითრომიცინით უნდა შეწყდეს.


გვერდითი მოვლენები
- ალერგიული რეაქციები: ურტიკარია, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსიური შოკი;
- დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი, ჰიპერემია
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ღვიძლის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა (იშვიათად სისხლიანი) ღვიძლის ტრანსამინაზების და ტუტე ფოსფატაზების აქტივობის ტრანზიტორული მატება; ქოლესტაზური ან მწვავე ჰეპატიტი; ცალკეულ შემთხვევაში პანკრეატიტის სიმპტომები;
- ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და პარესთეზიები;
- იშვიათად შესაძლებელია სუპერინფექციის განვითარება.

უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა მაკროლიდების მიმართ
- ერგოტამინის და დიჰიდროერგოტამინის ჯგუფის პრეპარატების ერთდროული მიღება;
- ორსულობა, ლაქტაცია.


განსაკუთრებული მითითებები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევით შეპყრობილ პაციენტებს. ამ  დროს საჭიროა ღვიძლის ფუნქციის კონტროლი და პრეპარატის დოზის კორექცია;
თირკმლის ფუნქციის უკმარისობით შეპყრობილ და ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატი დოზის კორექციას არ საჭიროებს.


ჭარბი დოზირება
საჭიროა კუჭის ამორეცხვა. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.


სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
როქსითრომიცინთან ერთად ერგოტამინისა და ერგოტამინის მსგავსი სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალებების ერთდროული დანიშვნა ნებადართული არ არის “ერგოტიზმის” და კიდურების ქსოვილთა ნეკროზის განვითარების გამო. დიგოქსინთან პრეპარატის კომბინაციით შესაძლებელია მისი აბსორბციის გაზრდა. მაკროლიდური ანტიბიოტიკები ტერფენადინთან კომბინაციაში ზრდიან მის შრატისმიერ კონცენტრაციებს, რაც იწვევს მძიმე პარკუჭოვანი არითმიების განვითარებას, რის გამოც მათი ერთდროული მიღება ნებადართული არ არის. როქსითრომიცინისა და არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების (ვარფარინი) ერთდროული დანიშვნით იზრდება პროთრომბინის დრო. როქსითრომიცინი (ისევე როგორც სხვა მაკროლიდები) იწვევს მიდაზოლამის ნახევრადგამოყოფის პერიოდის გაზრდას. როქსითრომიცინთან თეოფილინისა და ციკლოსპორინის A კომბინაციით ადგილი აქვს სისხლის პლაზმაში ამ უკანასკნელთა კონცენტრაციების მომატებას, იზოენზიმ CYP3A-ზე კონკურენტული მოქმედების გამო, იგი იწვევს PQ ინტერვალის გახანგრძლივებას და/ან მძიმე არითმიას. როქსითრომიცინი შეიძლება ჩანაცვლებულ იქნას დიზოპირამიდ შემაკავშირებელი პროტეინით, რომელიც იწვევს დიზოპირამიდის შრატისმიერი მაჩვენებლების მომატებას. ამ დროს რეკომენდებულია ელექტროკარდიოგრაფიული მაჩვენებლების მონიტორინგი და შესაძლებლობის მიხედვით სისხლის შრატში დიზოპირამიდის მაჩვენებლების განსაზღვრა.


შენახვის პირობები და ვადა
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.


რას გთავაზობთ
პუბლიკაციები
L- კარნიტინი პედიატრის პრაქტიკაში

100 წლის წინ რუსმა მეცნიერებმა ვ.ს. გულევიჩმა და ჰ. კრინბერგმა ძუძუმწოვართა კუნთების ექსტრაქტიდან მიიღეს კარნიტინი (ლათ. ჩარნის ხორცი) - ბუნებრივი ნაერთი, რომელიც შეუცვლელ ნივთიერებას წარმოადგენს ორგანიზმისათვის.

დაწვრილებით...
მედიკამენტები

ვრცლად
სარჩევი

© 2009 - 2024 SPESFARMA. ყველა უფლება დაცულია.