ახალი დროის სპეციფიკა უნიკალურ პრეპარატებშია...

პროდუქცია
Go
პროდუქცია

დემოტონი-B (Demoton-B)

(ვიტამინები)

DEMO S.A. Pharmaceutical Industry, საბერძნეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
აქტიური ნივთიერებები:

თიამინის ჰიდროქლორიდი - ვიტამინი B1 10 მგ.
რიბოფლავინი სოდიუმ ფოსფატე – ვიტამინი B2 4 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი - ვიტამინი B6 4 მგ.
ნიკოტინამიდი – ვიტამინი PP (ვიტ B3) 40 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი (7მგ/მლ), ეთანოლამიდი, საინექციო წყალი.
გამოშვების ფორმა:

2 მლ საინექციო ხსნარი №10 ამპულა.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი

ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინი B1 - (თიამინის ჰიდროქლორიდი) - ორგანიზმში მიმდინარე ფოსფორილირების პროცესების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც არის მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტი. თიამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს Nნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში.  აქტიურად მონაწილეობს სინაფსურ ნაპრალში იმპულსების გადაცემის პროცესებში. იგი უზრუნველყოფს კარდიომიოციტების მეტაბოლიზმისა და კუმშვითი ფუნქციების გაუმჯობესებას.
ვიტამინი B2 - (რიბოფლავინი) _ უჯრედული სუნთქვითი პროცესებისა და მხედველობითი აღქმის პროცესების მნიშვნელოვანი კატალიზატორია. იგი არეგულირებს ორგანიზმში ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, მონაწილეობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში, დნმ-ის წარმოქმნაში ასევე ჰემოგლობინის სინთეზში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქსოვილთა რეგენერაციის პროცესებში (მათ შორის კანის უჯრედების რეგენერაციაში), ხელს უწყობს კუჭსა და ნაწლავებში განვითარებული ტროფიკული დაზიანებების აღდგენას.
ვიტამინი B6 - (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) _ აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მონაწილეობს ნეირომედიატორების: დოფამინის, ადრენალინის, სეროტონინის, ჰისტამინის ბიოსინთეზში.
ნიკოტინამიდი (ვიტამინი PP) - ნიკოტინამიდადენინნუკლეოტიდი (ნად-ი) და მისი ფოსფატი შედიან მრავალი ფერმენტის შემადგენლობაში; მონაწილეობენ უჯრედული სუნთქვის, გლიკოლიზისა და ცხიმების სინთეზისათვის  აუცილებელი პროტეიდების სინთეზში.

ჩვენებები
ჰიპო და ავიტამინოზები B ჯგუფის  ვიტამინების (მათ შორის  პარენტერალურ კვებაზე მყოფ პაციენტებში, მალაბსორბციის სინდრომისას და ჰემოდიალიზის შემთხვევებში).
-სხვადასხვა ეტიოლოგიის პოლინეიროპათიები (მათ შორის დიაბეტური და ალკოჰოლური)
-ენცეფალოპათია;
-ნევრიტი, ნევრალგია, პერიფერიული დამბლა და პარეზი, რადიკულიტი, ლუმბაგო, იშიაზი, პლექსიტი, ნეკნთაშორისი ნევრალგია, სამწვერა ნერვის ნევრალგია, სახის ნერვის ნევრალგია.
-კორშეკოვის სინდრომი;
-ნაწლავთა ატონია, ნაწლავთა შეწოვითი ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ფუნქციების გამოხატული დარღვევები, ჰიპოაციდური გასტრიტი, ენტერიტი, კოლიტი, პროქტიტი;
-მიალგია;
-მიოკარდიოდისტროფია;
-თირეოტოქსიკოზი;
-ქრონიკული ალკოჰოლიზმი;
-შემომსარტყვლელი ლიქენი;
-ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობები და წყლულები;
-ასთენია;
-სომნაბულიზმი;
-ანემია;
-ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
-მენორაგია;
-კომატოზური მდგომარეობა;
-კომბინირებული თერაპიის სახით ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადების, რევმოკარდიტის, ვირუსული ჰეპატიტის, დერმატოზის, ნეიროდერმატიტის დროს;
-ოფთალმოლოგიაში: ჰემერალოპია, კონიუნქტივიტი, კერატიტი, კერატომალაცია;
-იზონიაზიდის ჯგუფის ანტიტუბერკულოზური საშუალებებისა და ანტიბიოტიკების გამოყენებისას;
-სტომატოლოგიაში: გინგივიტი, სტომატიტი; გლოსიტი, ხეილიტი;

დოზირების რეჟიმი
დემოტონი-B ინიშნება ღრმად კუნთებში ან ნელა ინტრავენურად 1-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 10-დან 30 დღემდე.

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები იშვიათად არის შემჩნეული, რიბოფლავინის მიღების შემდეგ შეიძლება იშვიათად გამოვლინდეს შარდის შეფერვა ყვითელ-ნარინჯისფრად. პერიფერიული ნევროლოგიური რეაქციები და ძილიანობა შეიძლება გამოვლინდეს ვიტ.B6-ს ხანგრძლივი და მაქსიმალური დოზის გამოყენებისას.

უკუჩვენებები
პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები
არ საჭიროებს სიფრთხილის დაცვას ხანდაზმულებში. ორსულობის და ლაქტაციის დროს მომატებულია მოთხოვნა ვიტამინებზე. ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენეს რისკის მომატება ჩვილებში ლაქტაციის დროს . პრეპარატის გამოყენება არ წარმოადგენს რისკ-ფაქტორს ლატაციის დროს და  დასაშვებია მისი გამოყენება აუცილებლობის შემთხვევაში. 
პრეპარტის გამოყენება აკრძალულია 2 წლამდე ასაკში ბენზილის სპირტის შემცვლელობის გამო.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევაში მოსალოდნელია ატაქსია. 
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ვიტამინ B1–ს გამოყენება შესაძლებელია კარბონატებთან, ბარბიტურატებთან, ერითრომიცინთან და ლიმონმჟავასათან ერთად. ვიტამინი B6  ააქტივებს პერიფერიულ დოფა-დეკარბოქსილაზას. ვიტამინ B6-ის გამოყენება არ არის რეკომენდებული ლევოდოფასთან ერთად.  ანტაციდები ამცირებენ ვიტამინ B1-ის შეწოვას. 

შენახვის პირობები და ვადა
ინახება 25º c–ზე ნაკლებ ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
რას გთავაზობთ
პუბლიკაციები
L- კარნიტინი პედიატრის პრაქტიკაში

100 წლის წინ რუსმა მეცნიერებმა ვ.ს. გულევიჩმა და ჰ. კრინბერგმა ძუძუმწოვართა კუნთების ექსტრაქტიდან მიიღეს კარნიტინი (ლათ. ჩარნის ხორცი) - ბუნებრივი ნაერთი, რომელიც შეუცვლელ ნივთიერებას წარმოადგენს ორგანიზმისათვის.

დაწვრილებით...
მედიკამენტები

ვრცლად
სარჩევი

© 2009 - 2024 SPESFARMA. ყველა უფლება დაცულია.