ახალი დროის სპეციფიკა უნიკალურ პრეპარატებშია...

პროდუქცია
Go
პროდუქცია

დიალონი T (Dialon T)

(ცენტრალური და პერიფერიული ვაზოდილატატორი)

SPECIFAR S.A. for ALET Pharmaceuticals S.A., საბერძნეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
აქტიური ნივთიერება: ბუფლომედილის ჰიდროქლორიდი300 მგ.

გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტი №20, 
კოლოფში 2 ბლისტერი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პერიფერიული ვაზოდილატატორი


ფარმაკოკინეტიკა
დიალონ T სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტაქტიდან. პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1,5-3 საათის შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი 2-დან 3,6 საათამდე. პრეპარატი ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან ერთად (12 -18% შეუცვლელი სახით).


ჩვენებები
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღევა, თავის ტვინის სისხლხძარღვების ათეროსკლეროზი, ცერებროვასკულური უკმარისობით განპირობებული ნევროლოგიური დაზიანებები და ფსიქიური დარღვევები (დემენცია, მეხსიერების დაქვეითება,თავის ტკივილი, თავბრუსხვევა).
ბადურისა და სისხლძარღვოვანი გარსის ანგიოპათია, განპირობებული არტერიული ჰიპერტენზიით, ათეროსკლეროზით, ანგიოსპაზმით,შაქრიანი დიაბეტით
შიდა ყურის სისხლძარღვოვანი გენეზის დაავადებები, სმენის დაქვეითება, მოხუცებულობითი სიყრუე, შუილი ყურებში, კოხლეარულ-ვესტიბულური ნევრიტი, მენიერის დაავადება
პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა განპირობებული ათეროსკლეროზით, თრომბოზით, სპაზმით, შაქრიანი დიაბეტით, ქვემო კიდურების არტერიების ქრონიკული მაობლიტირებელი დაავადება, გარდამავალი კოჭლობა, ბიურგერის დაავადება, რეინოს სინდრომი და დაავადება.
ტროფიკული წყლული, ნაწოლები, განგრენა
პროსტატიტი, ნეფროპათია (მათ შორის დიაბეტური)


დოზირების რეჟიმი
სამკურნალო დოზა 300-600 მგ (1-2 აბი) დღე-ღამეში.


გვერდითი მოვლენები
იშვიათად გამოვლინდება თავის ტკივილი,  გულისრევა, კანის სიწითლე.


უკუჩვენებები
ბუფლომედილის ჰიდროქლორიდის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, პოსტინფარქტული პერიოდი, არასტაბილური სტენოკარდია, პაროქსიზმული ტაქიკარდია, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია, მასიური სისხლდენა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.


განსაკუთრებული მითითებები
ბავშვთა ასაკში ბუფლომედილის ჰიდროქლორიდის გამოყენების კლინიკური გამოცდილება, მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი.


ჭარბი დოზირება
ბუფლომედილის ჰიდროქლორიდის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, საჭიროა ექიმის ინფორმირება.


სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ბუფლომედილის ჰიდროქლორიდის მიღება დასაშვებია სხვა პრეპარატებთან ერთად. პრეპარატი ზრდის ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედებას. ანტიკოაგულანტებთან დანიშვნის შემთხვევაში აუცილებელია კოაგულოგრამის კონტროლი.


შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.


რას გთავაზობთ
პუბლიკაციები
L- კარნიტინი პედიატრის პრაქტიკაში

100 წლის წინ რუსმა მეცნიერებმა ვ.ს. გულევიჩმა და ჰ. კრინბერგმა ძუძუმწოვართა კუნთების ექსტრაქტიდან მიიღეს კარნიტინი (ლათ. ჩარნის ხორცი) - ბუნებრივი ნაერთი, რომელიც შეუცვლელ ნივთიერებას წარმოადგენს ორგანიზმისათვის.

დაწვრილებით...
მედიკამენტები

ვრცლად
სარჩევი

© 2009 - 2024 SPESFARMA. ყველა უფლება დაცულია.