ახალი დროის სპეციფიკა უნიკალურ პრეპარატებშია...

პროდუქცია
Go
პროდუქცია

კოლპოცინ T (Colpocin T)

(სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები)

DEMO S.A. Pharmaceutical Industry, საბერძნეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
აქტიური ნივთიერება:
მეტრონიდაზოლი 500მგ/100მლ

გამოშვების ფორმა:
საინფუზიო ხსნარი 100მლ


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალება.


ჩვენებები
მეტრონიდაზოლისადმი მგრძნობიარე შტამებით გამოწვეული ინფექციების დროს ანტიპარაზიტული და ანტიბაქტერიული აქტივობა.
ოპერაციული ინფექციები (მაგ.ღვიძლის აბსცესი, ინტრა-აბდომინალური აბსცესები, პერიტონიტი, სანაღვლე, სამეანო და გინეკოლოგიური ინფექციები ) და ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული სხვა ინფექციები.
გასტრო-ინტესტინალური ან სწორი ნაწლავის პოსტ-ოპერაციული ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეულ ინფექციათა პროფილაქტიკა.
ნაწლავთა და ღვიძლის ამებიაზი.


დოზირების რეჟიმი
მიღების გზები: ინტრავენური წვეთოვანი ინფუზია. მეტრონიდაზოლის პარენტერალური შეყვანა ნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც ვერ ახერხებენ პრეპარატის პერორალურად მიღებას. დოზირების რეჟიმი: მოზრდილებში ანაერობული ინფექციის დროს მეტრონიდაზოლი შეიყვანება ინტრავენურად როგორც დარტყმითი დოზა 15 მგ/კგ ყოველ 6 საათში, ჩვეულებრივ – 10 დღე (იგივე დოზირება შესაძლოა მიღებულ იქნას პერორალურად საჭიროების მიხედვით).
პოსტოპერაციული პროფილაქტიკისთვის მკურნალობის კურსი მოკლეა და ლიმიტირებული პრედოპერაციული პერიოდით 24 საათამდე, არა უმეტეს 48 საათამდე. მოზრდილებში მეტრონიდაზოლის პრედოპერაციული დოზირება არის 15 მგ/კგ სხეულის წონაზე, ინფუზია უნდა გრძელდებოდეს 30-60 წუთი და უნდა  დასრულდეს ოპერაციამდე 1 საათით
ადრე.
ოპერაციის შემდგომ მეტრონიდაზოლის რეკომენდებული დოზაა 7,5 მგ/კგ ყოველ 6 საათში.
ამებიაზი: მოზრდილებში რეკომენდებული დოზაა: 750 მგ ყოველ 8 საათში ერთხელ, ბავშვებში 7,5 მგ/კგ ყოველ
8 საათში. მეტრონიდაზოლის მიღება არ გამორიცხავს ღვიძლის ამებოიდური აბსცესის დრენირებას.


გვერდითი მოვლენები
გასტრო-ინტესტინალური დარღვევები: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, ღებინება, დიარეა, სტომატიტი, გლოსიტი, ორალური მუკოზიტი, გემოვნების გაუკუღმართება.
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები: სიწითლე, ქავილი, გამონაყარი, ურტიკარია, ცხელება, ანგიოშეშუპება, ანაფილაქსიური შოკი.
პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, კონვულსიები, თავბრუსხვევა, პერიფერიული სენსორული ნეიროპათია.
მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ენცეფალოპათია, ყველა აღნიშნული მოვლენა ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
ფსიქიატრიული დარღვევები: ფსიქოზური დარღვევები, მათ შორის: დაბნეულობა, ჰალუცინაციები.
მხედველობის დარღვევები: მხედველობის ტრანზიტორული დარღვევა, როგორიცაა: დიპლოპია და მიოპია.
ჰემატოლოგიური დარღვევები: აგრანულოციტოზის ძალიან იშვიათი ფორმა, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია (შექცევადი).
ღვიძლი: დაფიქსირებულია ღვიძლის ფუნქციის შექცევადი დარღვევა და ქოლესტაზური ჰეპატიტი.
სხვა სახის დარღვევები: დიზურია, ცისტიტი.
5-ფლუორურაცილი: მეტრონიდაზოლი ამცირებს  5-ფლუორურაცილი-ის კლირენსს და ამგვარად შესაძლოა გამოიწვიოს მისი ტოქსიურობის გაზრდა.
Pაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ, რომ არ მიიღონ ალკოჰოლი ან პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ალკოჰოლს. მეტრონიდაზოლით მკურნალობის დროს, დისულფირამის მსგავსი რეაქციის გამო: წამოწითლება, პირღებინება, ტაქიკარდია.
ფსიქოზური რეაქციები დაფიქსირებულია პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მეტრონიდაზოლსა და დისულფირამს ერთდროულად.


უკუჩვენებები
მეტრონიდაზოლი უკუნაჩვენებია პრეპარატისადმი და ზოგადად იმიდაზოლისადმი მომატებული მგრძნობელობის დროს. 


ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირებისას ადგილი აქვს: ღებინებას ატაქსიით და მსუბუქი დეზორიენტაციით. მეტრონიდაზოლი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.


სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პერორალური ანტიკოაგულაციური მკურნალობა (ვარფარინის ტიპის):
ანტიკოაგულაციური ეფექტის პოტენცირება და ჰემორაგიის რისკის ზრდა გამოწვეულია ღვიძლის კატაბოლიზმის შემცირებით. ამ პრეპარატების ერთად მიღების დროს უფრო ხშირად უნდა მოხდეს პროთრომბინის დროის და ანტიკოაგულაციური თერაპიის შეფასება.
ლითიუმი: მეტრონიდაზოლმა შესაძლოა გამოიწვიოს ლითიუმის პლაზმური დონის მომატება. ამიტომ ამ ორი პრეპარატის ერთად მიღების დროს უნდა მოხდეს ლითიუმის, კრეატინინის და ელექტროლიტების მონიტორინგი.
ციკლოსპორინი: პაციენტები, რომლებიც იღებენ ციკლოსპორინს, არიან შრატში ციკლოსპორინის მომატებული დონის რისკის ქვეშ,სანამ ადგილი აქვს მეტრონიდაზოლის მიღებას. შრატში საჭიროა ციკლოსპორინისა და კრეატინინის მუდმივი მონიტორინგი.
ფენობარბიტალი და ფენიტოინი: ისინი იწვევენ მეტრონიდაზოლის მეტაბოლური მაჩვენებლის ზრდას და ამგვარად, მეტრონიდაზოლის პლაზმური დონე მოსალოდნელზე დაბალია. Mეტრონიდაზოლმა შესაძლოა შეამციროს ფენიტოინის საერთო კლირენსი და გამოიწვიოს მისი ნახევარდაშლის პერიოდის გახანგრძლივება.
ციმეტიდინი: ის აინჰიბირებს მეტრონიდაზოლის მეტაბოლურ დეგრადაციას და ამგვარად ადგილი აქვს მეტრონიდაზოლის დონის გაზრდას პლაზმაში.
5-ფლუორურაცილი: მეტრონიდაზოლი ამცირებს  5-ფლუორურაცილი-ის კლირენსს და ამგვარად შესაძლოა გამოიწვიოს მისი ტოქსიურობის გაზრდა.
pაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ, რომ არ მიიღონ ალკოჰოლი ან პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ალკოჰოლს. მეტრონიდაზოლით მკურნალობის დროს, დისულფირამის მსგავსი რეაქციის გამო: წამოწითლება, პირღებინება, ტაქიკარდია.
ფსიქოზური რეაქციები დაფიქსირებულია პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მეტრონიდაზოლსა და დისულფირამს ერთდროულად.


შენახვის პირობები და ვადა
250C–ზე ნაკლებ ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილას.


რას გთავაზობთ
პუბლიკაციები
L- კარნიტინი პედიატრის პრაქტიკაში

100 წლის წინ რუსმა მეცნიერებმა ვ.ს. გულევიჩმა და ჰ. კრინბერგმა ძუძუმწოვართა კუნთების ექსტრაქტიდან მიიღეს კარნიტინი (ლათ. ჩარნის ხორცი) - ბუნებრივი ნაერთი, რომელიც შეუცვლელ ნივთიერებას წარმოადგენს ორგანიზმისათვის.

დაწვრილებით...
მედიკამენტები

ვრცლად
სარჩევი

© 2009 - 2024 SPESFARMA. ყველა უფლება დაცულია.