ახალი დროის სპეციფიკა უნიკალურ პრეპარატებშია...

პროდუქცია
Go
პროდუქცია

დემოტონი-B12 (Demoton-B12)

(ვიტამინები)

DEMO S.A. Pharmaceutical Industry, საბერძნეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
აქტიური ნივთიერებები:
თიამინის ჰიდროქლორიდი - ვიტამინი B1 250 მგ. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი - ვიტამინი B6 250 მგ. ციანკობალამინი -  ვიტამინი B12 1500 მკგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბიკარბონატი, ბენზილის სპირტი (5მგ/მლ), გენტიზინის მჟავა ეთანოლამიდი, საინექციო წყალი.

გამოშვების ფორმა:
5 მლ საინექციო ხსნარი №5 ამპულა.


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
B - ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი

ფარმაკოლოგიური თვისებები
დემოტონი-B12 წარმოადგენს მაღალი დოზებით ნეიროტროპული ვიტამინების B1, B6 და B12-ის კომბინაციას. ასეთ კომბინაციას უფრო დიდი ფარმაკოდინამიკური სინერგიზმი ახასიათებს, ვიდრე იგივე ვიტამინების ცალ-ცალკე გამოყენებით მიიღწევა. მაღალი დოზები ასევე უზრუნველყოფს პრეპარატის ანალგეზიურ მოქმედებასა და სისხლწარმოქმნის პროცესების გაძლიერებას. დემოტონ- B12-ში ვიტამინების ასეთი კომბინაცია ასტიმულირებს ორგანიზმის მეტაბოლურ პროცესებს და არეგულირებს ბევრ ფერმენტულ რეაქციას. ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი) –ორგანიზმში მიმდინარე ფოსფორილირების პროცესების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც არის მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტი. თიამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. აქტიურად მონაწილეობს სინაფსურ ნაპრალში იმპულსების გადაცემის პროცესებში. ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)-აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მონაწილეობს ნეირომედიატორების: დოფამინის, ადრენალინის, სეროტონინის, ჰისტამინის ბიოსინთეზში. ვიტამინი B12 (ციანკობალამინი)-აუცილებელია ნორმალური სისხლწარმოქმნის პროცესისათვის. ის მონაწილეობს ერითროციტების სინთეზში, ასევე მონაწილეობს ტრანსმეთილირების პროცესებში. ხელს უწყობს მეთიონინის, ნუკლეინის მჟავების, ქოლინისა და კრეატინის სინთეზს. ვიტამინი B12 დადებით ზეგავლენას ახდენს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე, მონაწილეობს ფერმენტების წარმოქმნაში, რომელიც აუცილებელია მიელინურ გარსში ლიპოპროტეიდების სინთეზისათვის. ათეროსკლეროზის დროს ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში. ციანკობალამინის კოფერმენტული ფორმები - მეთილკობალამინი და ადენოზილკობალამინი აუცილებელია უჯრედების ზრდისა და რეპლიკაციისთვის.


ჩვენებები
 

-ჰიპო- და ავიტამინოზები: B1, B6 და B12 ვიტამინების. 
- ნერვული სისტემის დაავადებები: ნევრიტი, პოლინევრიტი, ნევრალგია, პერიფერიული დამბლა და პარეზი, რადიკულიტი, ლუმბაგო, პლექსიტი, ნეკნთაშორისი ნევრალგია, სამწვერა ნერვის ნევრალგია, სახის ნერვის ნევრალგია, სახის ნერვის დამბლა, გვერდითი ამოიტროფული სკლეროზი, ბავშვთა ცერებრული დამბლა, პერიფერიული ნერვების დამბლა. 
- ენცეფალოფათია (დიაბეტური, ალკოჰოლური). ათეროსკლეროზის, ჰეპატიტის, შაქრიანი დიაბეტის დროს კომბინიებული თერაპიის სახით. 
-ანემია. 
-იზონიაზიდის ჯგუფის ანტიტუბერკულოზური საშუალებებისა და ანტიბიოტიკების გამოყენება. 
-საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები: ართრიტი, ოსტეოართროზი, რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი.
 


დოზირების რეჟიმი
დემოტონი-B12 შეიყვანება ღრმად კუნთებში 1-ჯერ დღეში. პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ან ნაკლებად მძიმე შემთხვევებში: 1 ამპულა ყოველ 2-3 დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ავადმყოფის მდგომარეობაზე 10-30 დღე.


გვერდითი მოვლენები
იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები. ვიტამინ B6-ის დოზით (1 – 2 გრ) ყოველდღიურმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული ნეიროპათიები.


უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. 2 წლამდე ასაკი.


განსაკუთრებული მითითებები
ვიტამინ B6-ის ყოველდღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გრამს. არ საჭიროებს სიფრთხილის დაცვას ხანდაზმულებში. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ პრეპარატის გამოყენება არ წარმოადგენს რისკ-ფაქტორს ლატაციის დროს და დასაშვებია მისი გამოყენება აუცილებლობის შემთხვევაში. პრეპარატის გამოყენება აკრძალულია 2 წლამდე ასაკში ბენზილის სპირტის შემცვლელობის გამო.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ვიტამინი B6 ააქტივებს პერიფერიულ დოფა-დეკარბოქსილაზას. ვიტამინ B6-ის გამოყენება არ შეიძლება ლევოდოფასთან ერთად. ვიტამინ B6 ამცირებს ფენობარბიტალისა და ფენიტოინის თერაპიულ ეფექტს. იზონიაზიდი, ციკლოსერინი, პენიცილამინი, ჰიდრალაზინი და ანტიკოაგულანტები ზრდიან ვიტამინ B6–ზე ორგანიზმის მოთხოვნილებას.

შენახვის პირობები და ვადა
შენახვის პირობები: ინახება 250C–ზე ნაკლებ ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა: 18 თვე.

რას გთავაზობთ
პუბლიკაციები
L- კარნიტინი პედიატრის პრაქტიკაში

100 წლის წინ რუსმა მეცნიერებმა ვ.ს. გულევიჩმა და ჰ. კრინბერგმა ძუძუმწოვართა კუნთების ექსტრაქტიდან მიიღეს კარნიტინი (ლათ. ჩარნის ხორცი) - ბუნებრივი ნაერთი, რომელიც შეუცვლელ ნივთიერებას წარმოადგენს ორგანიზმისათვის.

დაწვრილებით...
მედიკამენტები

ვრცლად
სარჩევი

© 2009 - 2024 SPESFARMA. ყველა უფლება დაცულია.