ახალი დროის სპეციფიკა უნიკალურ პრეპარატებშია...

პროდუქცია
Go
პროდუქცია

კარტანი პერ-ორალური (Cartan per-os)

(მეტაბოლური საშუალებები)

DEMO S.A. Pharmaceutical Industry, საბერძნეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
აქტიური ნივთიერება: 

L-კარნიტინი 1,0
დამხმარე ნივთიერებები: 
ა) პერორალური ხსნარი: სორბიტოლი 70 %-იანი ხსნარი, მეთილპარაბენი E218, ნატრიუმის საქარინი, 
ბ) საინექციო ხსნარი: მარილმჟავა Q.S  PH-ის დასარეგულირებლად, საინექციო წყალი.

გამოშვების ფორმა:
ხსნარი per-os მიღებისთვის
10 მლ ერთჯერადი კონტეინერი №10

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მეტაბოლური პროცესების რეგულატორი.


ფარმაკოლოგიური თვისებები
L-კარნიტინი B ჯგუფის ვიტამინების მსგავსი ბუნებრივი ნივთიერებაა. ის მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, გადააქვს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში, სადაც განიცდიან β-დაჟანგვას, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია (ატფ-ის სახით).
კარტანი აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, აღადგენს მჟავა-ტუტოვან წონასწორობას. თრგუნავს კეტოსხეულების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს. ამცირებს რძემჟავა აციდოზის ხარისხს, ზრდის ორგანიზმის ამტანობას ფიზიკური დატვირთვისადმი. ამასთანავე ხელს უწყობს გლიკოგენის მარაგის გაზრდას ღვიძლში.
კარტანი ავლენს ანაბოლურ მოქმედებას. თიროქსინის მიმართ ანტაგონისტური მოქმედებით აწესრიგებს ჰიპერთირეოზის დროს მომატებულ ძირითად ცვლას. ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას, ანელებს ცილოვანი და ნახშირწყლოვანი მოლეკულების კატაბოლიზმს. მცირდება სხეულის ჭარბი წონა და ქვეითდება ცხიმების შემცველობა კუნთებში.
კარტანი ავლენს ნეიროტროპულ მოქმედებას, ამუხრუჭებს აპოფტოზის განვითარებას, შემოფარგლავს დაზიანებულ ზონას, აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას.
კარტანი აუმჯობესებს სუსტ და დღენაკლი ბავშვების ფიზიკურ განვითარებას.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი კარგად შეიწოვება, C max მიიღწევა 
3 სთ-ის შემდეგ, თერაპიულ დონეს ინარჩუნებს 
9 სთ-მდე. პრეპარატი აღწევს ყველა ქსოვილში, მაღალი კონცენტრაციით გროვდება კუნთებსა და მიოკარდიუმში; ექსკრეცია წარმოებს თირკმელების საშუალებით, გამოიყოფა შეუცვლელი სახით (80%-ზე მეტი 24 სთ-ის განმავლობაში).

ჩვენებები
- ახალშობილთა ასფიქსია და სამშობიარო ტრავმები; ახალშობილთა ჰიპოტროფია და ჰიპოტონია; რესპირატორული დისტრეს სინდრომი ახალშობილებში, პარენტერალურ კვებაზე მყოფი დღენაკლი ბავშვები; ჰემოდიალიზზე მყოფი ბავშვები;
- სხეულის მასის დეფიციტი და ზრდაში შეფერხება ბავშვთა  ასაკში და მოზარდებში 16 წლამდე.
- კარდიომიოპათია, მიოკარდიტი, გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, პოსტინფარქტული მდგომარეობა).
- თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა; ნევრასთენია; ტრავმული ენცეფალოპათია; მიოპათია
- ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში
- ანორექსია, ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი, ქრონიკული პანკრეატიტი, ღვიძლის დაავადებები.
- პირველადი (გენეტიკური) და მეორადი კარნიტინის დეფიციტი, ჰემოდიალიზზე მყოფი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე ავადმყოფები.
- თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმა, სიმსუქნე.
- ფსორიაზი, სებორეა, სკლეროდერმიის კანის ფორმები.
- მამაკაცთა უშვილობა (ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია).
- სისტემური დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი).

დოზირების რეჟიმი
მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე, აუცილებელია განზავდეს სითხეში (წყალი ან ხილის წვენი). დღიური დოზა განისაზღვრება ასაკისა და სხეულის მასის მიხედვით

- ბავშვებში 2 წლამდე: 150 მგ/კგ წონაზე.
- 2-დან 6-წლამდე: 100 მგ/კგ წონაზე. 
- 6-დან 12 წლამდე: 75 მგ/კგ წონაზე.
- 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში: დღიური დოზა 1-3 გ.  
- ჰემოდიალიზის დროს 2-4 გ.
- სტენოკარდია და პოსტინფარქტული მდგომარეობა: 2-6 გ დღეში.
 


გვერდითი მოვლენები
კარტანის მიღების ფონზე გვერდითი მოვლენები აღინიშნება იშვიათად. შეიძლება აღინიშნოს  გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.
დოზის შემცირება ამცირებს ან ხსნის სპეციფიურ  სუნს და ეპიგასტრიულ მოვლენებს. იშვიათად შეიძლება იყოს დაფიქსირებული მცირე კრუნჩხვის ეპიზოდები. 

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალ კომპონენტებზე.


განსაკუთრებული მითითებები
კარტანის მიმართ შეჩვევა არ ვითარდება, რადგან L-კარნიტინი ორგანიზმში არსებული ბუნებრივი ნივთიერებაა. დიაბეტიან პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ინსულინით და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებებით, კარტანის დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია, ამ დროს რეკომენდებულია გლუკოზის დონის რეგულარული მონიტორინგი და აუცილებელია ანტიდიაბეტური მკურნალობის კორექცია.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების დროს არ არის მონაცემები L-კარნიტინის ტოქსიურობის შესახებ. შეიძლება გამოვლინდეს დიარეა. 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატის მიღებამდე  მიმართედ  ექიმს. 

შენახვის პირობები და ვადა
პერორალური ხსნარი ერთჯერადი დოზის კონტეინერში ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას 250C –ზე ნაკლებ ტემპერატურაზე.


რას გთავაზობთ
პუბლიკაციები
L- კარნიტინი პედიატრის პრაქტიკაში

100 წლის წინ რუსმა მეცნიერებმა ვ.ს. გულევიჩმა და ჰ. კრინბერგმა ძუძუმწოვართა კუნთების ექსტრაქტიდან მიიღეს კარნიტინი (ლათ. ჩარნის ხორცი) - ბუნებრივი ნაერთი, რომელიც შეუცვლელ ნივთიერებას წარმოადგენს ორგანიზმისათვის.

დაწვრილებით...
მედიკამენტები

ვრცლად
სარჩევი

© 2009 - 2024 SPESFARMA. ყველა უფლება დაცულია.