ახალი დროის სპეციფიკა უნიკალურ პრეპარატებშია...

პროდუქცია
Go
პროდუქცია

სპეცილიდი (Specilid)

(არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშ.)

SPECIFAR S.A. for ALET Pharmaceuticals S.A., საბერძნეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
აქტიური ნივთიერება:
ნიმესულიდი 100 მგ.

გამოშვების ფორმა:
ტაბლეტი №20, კოლოფში 2 ბლისტერი.


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება.


ფარმაკოლოგიური თვისებები
 ნიმესულიდი წარმოადგენს სულფონანილიდების კლასის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებას.  ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და ანტიპირეტული მოქმედებით. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექტიური ინჰიბირების შედეგადპროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით.


ჩვენებები
- საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეგენერაციული და ქრონიკულად მიმდინარე დაავადებები: რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, მაანკილოზირებელი სპონდილიტი, პოდაგრა, ოსტეოქონდროზი, ოსტეოართროზი, პერიართროპათია;
პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები: ნევრიტი, პლექსიტი, რადიკულიტი, პოლინეიროპათია;
- შარდ-სასქესო სისტემის ანთებითი დაავადებები: პროსტატიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, სალპინგოოოფორიტი, ალგოდისმენორეა;
- ყელ-ყურ-ცხვირის ანთებითი დაავდებები: ოტიტი, ფარინგიტი, სინუსიტი;
- შაკიკი (კომბინაციაში სხვა პრეპარატებთან);
- პოსტოპერაციული, პოსტტრავმული მდგომარეობა;
- სხვადასხვა გენეზის ტკივილის სინდრომი;
- ცხელებით მიმდინარე დაავადებები.


დოზირების რეჟიმი
სპეცილიდი ენიშნებათ მოზრდილებს პერორალურად 50-100 მგ 2-ჯერ დღეში. დოზა შეიძლება გაიზარდოს 200 მგ-მდე 2-ჯერ დღეში.
რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ჭამის შემდეგ.


უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ნიმესულიდის, აცეტილსალიცინის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიმართ, ღვიძლის უკმარისობა, გასტროდუოდენური სისხლდენა, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, თირკმლის უკმარისობა(კრეატინინის კლირენსი 30მლ/წთ-ზე ნაკლები), ბავშვთა ასაკი, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.


რას გთავაზობთ
პუბლიკაციები
L- კარნიტინი პედიატრის პრაქტიკაში

100 წლის წინ რუსმა მეცნიერებმა ვ.ს. გულევიჩმა და ჰ. კრინბერგმა ძუძუმწოვართა კუნთების ექსტრაქტიდან მიიღეს კარნიტინი (ლათ. ჩარნის ხორცი) - ბუნებრივი ნაერთი, რომელიც შეუცვლელ ნივთიერებას წარმოადგენს ორგანიზმისათვის.

დაწვრილებით...
მედიკამენტები

ვრცლად
სარჩევი

© 2009 - 2024 SPESFARMA. ყველა უფლება დაცულია.