ახალი დროის სპეციფიკა უნიკალურ პრეპარატებშია...

პროდუქცია
Go
პროდუქცია

დიფრარელი E (Difrarel E)

(ანგიოპროტექტორული საშუალებები)

Laboratoires LEURQUIN MEDIOLANUM S.A., საფრანგეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
აქტიური ნივთიერება:
მოცვის ანტოციანოზიდური ექსტრაქტი           50 მგ
α-ტოკოფეროლის აცეტატი (ფხვნილის სახით) 50 მგ

დამხმარე ნივთიერებები:
ჟელატინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარმელიტი, მაგნიუმის სტეარატი, არბული ფისი, სახამებელი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, ფუტკრის დინდგელი.
ტაბლეტი №24.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანგიოპროტექტორი, ანტიოქსიდანტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
დიფრარელი E აუმჯობესებს მხედველობის ორგანოს კვებას, მხედველობის სიმახვილეს და სიბნელეში ადაპტაციას. დიფრარელ E-ს გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.

ჩვენებები
თვალის დაავადებები: ჰემერალოპია, მიოპია, პრესბიოპია, მხედველობის დაღლა, ღამის მხედველობის დარვღვევები, ახლომხედველობა, დიაბეტური რეტინოპათია, სისხლძარღვოვანი სისტემის დაავადებები: სისხლძარღვების სიმყიფე და მომატებული განვლადობა, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ფლებიტი.

დოზირების რეჟიმი
ინიშნება პერორალურად 1-2- ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსი შეადგენს 20 დღეს. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსი მეორდება.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ლაქტაცია.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას, 250C-ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში.

შენახვის ვადა: 3 წელი


რას გთავაზობთ
პუბლიკაციები
L- კარნიტინი პედიატრის პრაქტიკაში

100 წლის წინ რუსმა მეცნიერებმა ვ.ს. გულევიჩმა და ჰ. კრინბერგმა ძუძუმწოვართა კუნთების ექსტრაქტიდან მიიღეს კარნიტინი (ლათ. ჩარნის ხორცი) - ბუნებრივი ნაერთი, რომელიც შეუცვლელ ნივთიერებას წარმოადგენს ორგანიზმისათვის.

დაწვრილებით...
მედიკამენტები

ვრცლად
სარჩევი

© 2009 - 2024 SPESFARMA. ყველა უფლება დაცულია.