ახალი დროის სპეციფიკა უნიკალურ პრეპარატებშია...

პარტნიორები
Go
დემო
კომპანია DEMO 1965 წელს დაარსდა, როგორც კერძო კომპანია. 1973 წელს განიცადა რეორგანიზაცია და ჩამოყალიბდა Joint-Stock company.

DEMO სულ უფრო და უფრო ვითარდება და ფართოვდება ხელმძღვანელობის წარმატებული და მოქნილი კორპორატიული პოლიტიკის წყალობით, რომელიც სამ ძირითად პრინციპს ემყარება:
მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოება კონკურენტუნარიან ფასებში;
ქრონიკული ავადმყოფებისთვის საჭირო სამკურანლო საშუალებების მარკეტინგი;  
ევროპის და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში პროდუქციის ექსპორტი.
კომპანია GMP-ს სტანდარტების შესაბამისად აწარმოებს 150 სახეობის ფარმაკოლოგიურ პროდუქტს. არის ჯანმრთელობის საერთაშორისო და ევრო კავშირების, UNICEF-ის წევრი.

დღეს DEMO N1 კომპანიაა საბერძნეთში ჰოსპიტალური პროდუქციის რეალიზაციის მიხედვით და ახდენს პროდუქციის ექსპორტს მსოფლიოს 48 ქვეყანაში. DEMO ერთადერთი ბერძნული კომპანიაა, რომელიც დარეგისტრირებულია, როგორც გაეროს ოფიციალური მიმწოდებელი. მწარმოებელი ქარხანა ფლობს უახლეს საწარმოო ტექნიკას. მაღალი წარმადობა საშუალებას იძლევა დააკმაყოფილოს, როგორც ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა, აგრეთვე მოახდინოს დიდი რაოდენობით პროდუქციის ექსპორტი სხვადასხვა ქვეყნებში.

ქართველ ექიმებსაც ჰქონდათ საშუალება საკუთარი თვალით ენახათ დემოს ქარხანაში მიმდინარე საწარმოო პროცესი.
პუბლიკაციები
L- კარნიტინი პედიატრის პრაქტიკაში

100 წლის წინ რუსმა მეცნიერებმა ვ.ს. გულევიჩმა და ჰ. კრინბერგმა ძუძუმწოვართა კუნთების ექსტრაქტიდან მიიღეს კარნიტინი (ლათ. ჩარნის ხორცი) - ბუნებრივი ნაერთი, რომელიც შეუცვლელ ნივთიერებას წარმოადგენს ორგანიზმისათვის.

დაწვრილებით...
მედიკამენტები

ვრცლად
სარჩევი

© 2009 - 2024 SPESFARMA. ყველა უფლება დაცულია.