ახალი დროის სპეციფიკა უნიკალურ პრეპარატებშია...

კომპანია
Go
საკადრო პოლიტიკა

მომუშავე პერსონალი ფირმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია, ამიტომ საჭიროა მისი განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა.

კომპანიის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია ადამიანური რესურსების სწორად მართვა. მისი არსი მდგომარეობს იმაში რომ, ადამიანური რესურსი კომპანიის სიმდიდრეა, რომელიც ჯეროვნად უნდა იქნას განვითარებული და მოტივირებული, რათა დასახული მიზნები იქნას განხორციელებული.

ნებისმიერი ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია სწორი საკადრო პოლიტიკის გატარება. საკადრო პოლიტიკა ეს არის წესების და ნორმების ერთობლიობა, რომელიც ადამიანურ რესურსებს სწორ მიმართულებას აძლევს, დასახული მიზნების მიღწევისას. Aამ წესების და ნორმების ერთობლიობა ჩამოყალიბებული უნდა იქნას ფორმალურად. ყველა ღონისძიება, რაც დაკავშირებულია საკადრო პოლიტიკასთან - კადრების შერჩევა, სწავლა, ატესტაცია, კარიერული წინსვლა წინასწარ იგეგმება კომპანიის საერთო მიზნებიდან გამომდინარე.

ჩვენი კომპანიის საკადრო პოლიტიკის მიზანია თანამშრომლებისათვის სათანადო სამუშაო გარემოს შექმნა, რათა მათ თავი კომპანია “სპესფარმა”-ს განუყოფელ ნაწილად იგრძნონ.

ჩვენ მოხარულები ვიქნებით თუ თქვენ ინტერესს გამოიჩენთ ჩვენს კომპანიაში მუშაობის მიმართ. ჩვენ კარგად გვესმის რომ კარგი სამუშაო პირობები პირდაპირ აისახებ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე.

ფირმის პარტნიორები, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ არიან ევროპის, წამყვანი მწარმოებელი კომპანიები, რომელთა საქმიანობა  მრავალწლიან გამოცდილებას ეფუძვნება. ისინი ახალი ეფექტური მეთოდებით ცდილობენ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დამკვიდრებას.

წესები და ნორმები:

• შეიქმნას თითოეული თანამშრომლისათვის სათანადო სამუშაო პირობა და გარემო.
• დიდი ყურადგება დაეთმოს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას.
• თვალყური ვადევნოთ ჩვენი თანამშრომლების საქმიანობას და მეტი საშუალება მივცეთ უკეთ გამოავლინონ შესაძლებლობები.
• ახალი თანამშრომლებისათვის შეიქმნას მიმზიდველი სამუშაო პირობები.
• დროულად იქნას გამოვლენილი და აღმოფხვრილი მუშაობის პროცესიას არსებული ხარვეზები.
• ხელი შეეწყოს პერსონალის პროფესიული დონის ამაღლებას.
• ვიყოთ ობიექტურნი მომუშავე პერსონალის შეფასებისას.
• მინიმუმამდე იქნას დაყვანილი კვალიფიციური პერსონალის დენადობა.

ვინ ვართ
პუბლიკაციები
L- კარნიტინი პედიატრის პრაქტიკაში

100 წლის წინ რუსმა მეცნიერებმა ვ.ს. გულევიჩმა და ჰ. კრინბერგმა ძუძუმწოვართა კუნთების ექსტრაქტიდან მიიღეს კარნიტინი (ლათ. ჩარნის ხორცი) - ბუნებრივი ნაერთი, რომელიც შეუცვლელ ნივთიერებას წარმოადგენს ორგანიზმისათვის.

დაწვრილებით...
მედიკამენტები

ვრცლად
სარჩევი

© 2009 - 2024 SPESFARMA. ყველა უფლება დაცულია.